logo
ENG



მღვდელმონაზონი ანდრია საპატრიარქოში დაიბარეს, მიზეზი "საჯარო შეურაცხმყოფელი განცხადებებია"

31 მარ 202117:08
3 წუთის საკითხავი
 
მღვდელმონაზონი ანდრია საპატრიარქოში დაიბარეს, მიზეზი "საჯარო შეურაცხმყოფელი განცხადებებია"

მღვდელმონაზონი ანდრია სარია საპატრიარქოში დაიბარეს. 

საპატრიარქომ მიზეზად მის მიერ გაკეთებული "საჯარო შეურაცხმყოფელი განცხადებები დაასახელა". 

"დღეს, 2021 წლის 31 მარტს, გაიმართა მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომა.

კომისიამ განიხილა სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, მღვდელ-მონაზონ ანდრიას (სარია) ბოლოდროინდელი საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები და ჩაინიშნა მომდევნო სხდომა, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 2 აპრილს, პარასკევს, 13:00 საათზე. აღნიშნულ სხდომაზე დაბარებულია მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)". - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში. 

მღვდელმონაზონი საპაატრიარქოს აქტიურად აკრიტიკებს. მასსა და საპატრიარქოს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების შემდეგ დაიძაბა. 

საპატრიარქოში მისი საკითხის განხილვის პასუხად მღვდელმონაზონი იხსენებს მისი და განყენებული ჭყონდიდელი ეპისკოპოსის, პეტრე ცაავას ერთობლივ განცხადებას, რომლითაც ისინი სხვა სასულიერო პირების მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებების განხილვას ითხოვდნენ, თუმცა, უშედეგოდ. 

“2017 წლიდან მოყოლებული მასმედიის საშუალებით ღიად და საჯაროდ ხორციელდება მცხეთა-თბილისის ეპარქიის სასულიერო პირებისაგან ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებები, რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ საქართველოს საპატრიარქოს კარის ეკლესიის მოძღვარი, უღირსი დეკანოზი ლევან ფირცხალაიშვილი, რომელმაც მღვდელმთავრისგან მხილებაც იუკადრისა, შენდობის თხოვნის მაგიერ გამოხატა აგრესია და მუქარა, ღვთისმსახურისთვის ყოვლად შეუფერებელი და კადნიერი საქციელით სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის საკურთხეველში ამა წლის 3 ივნისს, ხოლო ერისკაცთაგან საქართველოს საპატრიარქოს იურიდიული სამსახურის თანამშრომელი ედიშერ ქარჩავა, რომელიც მის უწმინდესობის მოკვდინებაში და საქართველოს ეკლესიის ე.წ. კონსტანტინოპოლიზაციაში მდებდა ბრალს ცილისმწამებლურად, დღემდე დაუსჯელია, ჩემი ინფორმაციით”, – წერია ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას საპატრიარქოს მხრიდან, რომელიც 2019 წლის იანვარში გავრცელდა. 


close დახურვა